13 ივლისი 2020,   08:52
ვრცლად
აშკარაა, რომ ვერ შევძლებთ ყველა სამუშაო ადგილის, ყველა ბიზნესის შენარჩუნებას - დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა მდივანი

დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა მდივანი აცხადებს, რომ კორონავირუსის შემდეგ, შესაძლოა, გაერთიანებულმა სამეფომ სამუშაო ადგილების სრულად აღდგენა ვეღარ შეძლოს. რობერტ ჯენრიკის განცხადებით, პანდემიამ საფრთხე შეუქმნა არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას, არამედ სრულიად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის საფრთხის წინაშე დააყენა. 

"დიდი ბრიტანეთის მთავრობა მუშაობს, რათა მოქალაქეებმა შეძლონ და მაქსიმალურად შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. თუმცა აშკარაა, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ყველა სამუშაო ადგილის, ყველა ბიზნესის შენარჩუნებას, ადამიანები დაკარგავენ სამსახურებს, თუმცა ეს მინიმალურად უნდა მოხდეს,"- განაცხადა რობერტ ჯენრიკმა.

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირდა 275 000 ადამიანი, ინფიცირებულთაგან 39 000 შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა.

დღის ამბები