05 აგვისტო 2020,   20:52
ვრცლად
საქართველოში ყველაზე ცხელ წერტილად სოფელი მუშევანი სახელდება

სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში ყველაზე ცხელ წერტილად სოფელი მუშევანი სახელდება. ამ სოფელში 75 ადამიანია კოვიდინფიცირებული. ორი დღის წინ მუშევანში 574 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, საიდანაც დადებითი 19 აღმოჩნდა. ინფორმაცია დაადასტურა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა ზოგად სტატისტიკაზეც და ვირუსის გავრცელების ახალი ჯგუფების გაჩენის საფუძველზე მოქალაქეებს უთხრა, რომ ჯერჯერობით მოდუნების საშუალება არაა.

"ყველაზე ცხელი წერტილი არის ბოლნისის რაიონი სოფელი მუშევანი. ჩვენ გასულ კვირას სერიოზულად ვიმუშავეთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ჩატარდა მუშევანის მოსახლეობის სრული კვლევა. მთლიანად მუშევანში  1135 ადამიანი გვყავს გამოკვლეული და 75 დადებითია, რომლებიც გადაყვანილი არიან სამკურნალო ცენტრებში. ასეთი სერიოზული მიკრო აფეთქება გვქონდა საბურთალოს კლასტერში. დღევანდელი რიცხვით 23 ადამიანია ამ კლასტერში ინფიცირებული, გამოვიკვლიეთ 103 კონტაქტი, 42 გადაყვანილია კარანტინში და დანარჩენი არიან ე.წ შიდა კარანტინში," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები