13 ივლისი 2020,   08:39
ვრცლად
მარნეულში ეპიდემიოლოგები მუშაობას აგრძელებენ - მხარის რწმუნებულის თქმით, ვითარება ამ ეტაპზე კონტროლს ექვემდებარება 

შესაძლოა სოფელი მარეთი ჩაიკეტოს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, გაკონტროლდება თუ არა დასახლებაში ვირუსის გავრცელების ტემპი. მარნეულში ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

მიზეზი სოფელში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებია. საუბარია ერთი ოჯახის სამ წევრზე. ამ დროისთვის მათი კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ბიოლოგიური ნიმუშები ლაბორატორიაში გადაიგზავნება.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, მდგომარეობა ამ ეტაპზე კონტროლირებადია.

"სამი კორპუსის ტიპის საცხოვრებელია იქ, სადაც ეს დაინფიცირებული ოჯახი ცხოვრობს. ყველაფერი კონტროლდება და დიდი იმედი გვაქვს, რომ კონტროლის ქვეშ დარჩება მდგომარეობა,"- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, მარნეულში ინფიცირებულებს დღეს დილით სამი ახალი დაინფიცირებული დაემატა. კონტაქტები ჯერჯერობით გამოკვლეული არ არის და მიმდინარეობს ოჯახური კლასტერის კონტაქტების დადგენა.

დღის ამბები