04 აგვისტო 2020,   07:51
ვრცლად
ბრაზილიის პრეზიდენტი საპროტესტო აქციაზე ცხენით მივიდა

ბრაზილიის პრეზიდენტი აქციაზე საკუთარ მხარდამჭერებთან ცხენით მივიდა. აქციის მონაწილეები პრეზიდენტის წინააღმდეგ უზენაესი სასამართლოს მიერ აღძრული საქმის დახურვას მოითხოვენ.

გამოძიება პრეზიდენტ ბოლსონაროს პოლიციის საქმეებში ჩარევის თაობაზე მიმდინარეობს.

ბრაზილიის პრეზიდენტი მხარდამჭერებთან ერთად აქციას პირბადის გარეშე ესწრებოდა. ქალაქ სან პაულუში ბოლსონაროს მხარდამჭერთა პარალელურად მისი ოპონენტებიც შეიკრიბნენ.

პოლიციამ მომიტინგეებს პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციასთან მიახლოების საშუალება არ მისცა და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

დღის ამბები