13 ივლისი 2020,   08:19
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსს დაუპირისპირდნენ

ხმაური იყო დღეს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან - ორგანიზაცია "მე მიყვარს ბათუმის" და "ახალგაზრდობის ხმის" წევრები საინფორმაციო სამსახურის უფროსს დაუპირისპირდნენ.

მათი მთავარი პრეტენზია ეხებოდა გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" მათი მონაწილეობის ამსახველ ვიდეოს. აქციის მონაწილეები ირწმუნებოდნენ, რომ აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მათ პირდაპირი ეთერი დაუთმო, თუმცა ვებგვერდზე გადაცემა არ ატვირთა, რაზეც ვახო ხუზმიაშვილმა მათ ტელეკომპანიის ვებგვერდზე დადებული მასალა აჩვენა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადადგომა. მათი განცხადებით, თბილისიდან ჩამოსული კადრები არ უნდა ხელმძღვანელობდნენ რეგიონულ ტელევიზიას.

ინცინდენტის და ამ განცხადებების შემდეგ ვახო ხუზმიაშვილმა სახალხო დამცველს და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა და რეაგირება მოითხოვა.

დღის ამბები