13 ივლისი 2020,   09:09
ვრცლად
ადგილობრივების თქმით, ქობულეთის სოფელ გვარაში ეკლესიის ასაშენებლად ხელმოწერები შეგროვდა

საპატრიარქო უკანონო მშენებლობის დაკანონებას აჭარის მთავრობის გვერდის ავლით ითხოვს. საუბარია ქობულეთის სოფელ გვარაში უნებართვოდ აშენებულ ეკლესიაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, როლის რეგისტრაციასაც საპატრიარქო ითხოვს.

ტერიტორია აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის საკუთრებაშია და რეესტრმა 375 კვადრატული მეტრის მიწის ფართობის საკუთრებაში რეგისტრაციაზე საპატრიარქოს უარი უთხრა.

"კურიერი" ტაძრის მოძღვარს იოანეს ესაუბრა, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მღვდელმსახური აცხადებს, რომ სამშენებლო ნებართვასთან დაკავშირებით მისთვის ინფორმაცია არავის მიუწოდებია და ის მხოლოდ კვირაში ერთხელ ატარებს ტაძარში წირვას.

"ერთი წლის წინ მომაბარეს ეგ და მაგის შესახებ არ ვიცი არაფერი. პირველი მამაო ვარ და მეც მონასტერში ვცხოვრობ. უბრალოდ, ტაძარი დგას. მე როგორც ვიცი ის ადგილი, დაახლოებით 2000 თუ 2500 კვადრატი შესყიდულია. კანონის გარეშე არაფერს არ ვაკეთებო, ასე მითხრა, მახსოვს ეს სიტყვები. ახლა ამ ბოლო დროს, ვირუსთან დაკავშირებით, სამრეკლოს მშენებლობა გააჩერეს. ამ დღეებში გამოჩნდებიან ვინც აშენებს," – განაცხადა მღვდელმსახურმა იოანემ.

ეკლესია უნებართვოდ ცოტა ხნის წინ აშენდა და როგორც ადგილობრივები აცხადებენ,  ტაძრის კურთხევას აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და ქობულეთის მერი მირიან ქათამაძეც ესწრებოდნენ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით შეგროვდა ხელმოწერებიც. მათთვის უცნობია, თუ რატომ გახდა პრობლერმური მიწის დაკანონება საჯარო რეესტრში.

ტაძრის მშენებლობა სოფელ გვარაში 3 წლის წინ, ადგილობრივი წარმომავლობის რუსეთში მოღვაწე მეცნიერის, გულადი გოგმაჩიძის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. დასრულებული ტაძრის კურთხევა კი შარშან საზეიმოდ გაიმართა.

გვარას მცხოვრებლების განცხადებით, ტაძარი გასული წლის 6 მაისს გიორგობის დღესასწაულზე ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ აკურთხა და მას შემდეგ ის ფუნქციონირებს.

დღის ამბები