09 ივლისი 2020,   16:05
ვრცლად
კრიმინალური დაჯგუფების ძებნილ ლიდერსა და მასთან ერთად ბათუმში დაკავებულ თურქეთის მოქალაქეებს ბრალს დღეს წარუდგენენ

აჭარაში დაკავებულ თურქეთის მოქალაქეებს დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წარუდგინონ, რის შემდეგაც აღკვეთის ღონისძიებაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს. ამ ეტაპზე მათ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვას ედავებიან. თუმცა არ არის გამორიცხული ბრალის გადაკვალიფიცირება მოხდეს.

წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებული პირები გვიან ღამით უფლებადამცველებმა მოინახულეს. მათ საქმის მასალები უკვე გადაეცათ. დანაშაულებრივი ჯგუფის 9 წევრი ბათუმში გუშინ აიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის არის კრიმინალური დაჯგუფების ლიდერიც, რომელსაც თურქეთის პოლიცია წელიწადზე მეტია ეძებდა. საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, გამოძიება ორი მთავარი მიმართულებით მუშაობს - საუბარია ნარკოდანაშაულსა და იარაღით უკანონოდ ვაჭრობის სქემაზე.

დღის ამბები