09 ივლისი 2020,   16:23
ვრცლად
მაჟორიტარობის კანდიდატები - გაერთიანებულ ოპოზიციაში საარჩევნო სიები შესაძლოა უთანხმოების მიზეზი გახდეს

გახდება, თუ არა საარჩევნო სიები გაერთიანებულ ოპოზიციაში უთანხმოების მორიგი მიზეზი. დიდი ალბათობით, პრემიერობის კანდიდატის გარდა, ოპოზიციურ პარტიებს შორის მაჟორიტარების საერთო კანდიდატურების შეთანხმებაც არ იქნება მარტივი პროცესი. 

სავარაუდოდ, თავდაპირველად გამოცხადებული სტრატეგია - ყველა ოლქში ერთიანი კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით გადაიხედება.

"მიდის საუბარი ამა თუ იმ ოლქში ერთიანი კანდიდატის დაყენების შესახებ. მაგრამ უკვე ბევრმა პარტიამ გამოთქვა სურვილი, რომ დააყენებს ყველა ოლქში და თუ უმეტესობა ამ გზით წავიდა, ესეც არ არის დიდი პრობლემა. ასე, რომ მეორე ტურში გაერთიანება ესეც ოპოზიციური ძალების მიღწევაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების ფორმირება მოხდება სწორედაც რომ ოპოზიციური პარტიების მიერ," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ამბობს, რომ თუკი ოპოზიციას გამარჯვება და ხელისუფლების შეცვლა, მაქსიმალურად უნდა შეთანხმდეს, სადაც კი ეს შესაძლებელია ერთიან კანდიდატზე. 

შეგახსენებთ, გუშინ თაკო ჩარკვიანის საჯაროდ გაცხადებულ ინიციატივას, რომ გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატი ყოფილიყო, ოპოზიციაში უკმაყოფილება მოჰყვა.

დღის ამბები