09 ივლისი 2020,   15:29
ვრცლად
ეკა ბესელია მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით ახალ კანონპროექტს წარადგენს

პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე მმართველ გუნდს მოსამართლეთა არჩევის ახალ წესს შესთავაზებს. ეკა ბესელია კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოში დღეს წარადგენს. ცვლილებების ავტორის თქმით, მოსამართლეთა არჩევის პროცედურების დროს გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები. თუ რა კონკრეტულ ცვლილებებს ითვალისწინებს კანონპროექტი, ბესელია დეტალურად ბრიფინგზე ისაუბრებს.

"სწორედ ეს ახალი ინიციატივა, რომელსაც მე წარვადგენ არის ახალი რეკომენდაციების მათ შორის ვენეციის საბჭოს, ევროსაბჭოს და ევროპარლამენტარების რეკომენდაციების საფუძველზე შედგენილი კანონპროექტი, რომლითაც ის ძალიან ცუდი პროცესი, რომელიც წარიმართა გასწორდება კანონში შეტანილი გამართული ცვლილებებით," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები