09 ივლისი 2020,   15:09
ვრცლად
Covid-19-ის კრიზისით გამოწვეული პრობლემის დასაძლევად ევროკავშირი საქართველოს მორიგ დახმარებას გაუწევს

Covid-19-ის კრიზისით გამოწვეული პრობლემის დასაძლევად ევროკავშირი საქართველოს მორიგ დახმარებას გაუწევს. სამი ახალი პროექტი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, იძულებით გადაადგილებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარებისთვის არის გათვალისწინებული. პროექტებს ევროკავშირის პარტნიორი ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები განახორციელებენ. პროექტები იურიდიულ, ფსიქოლოგიურ, ჰუმანიტარულ დახმარებას, ტრენინგების ჩატარებასა და სხვა აქტივობებს მოიცავს.

"მოწყვლადი ადამიანების კეთილდღეობა, თავიდანვე იყო ევროკავშირის ზრუნვის საგანი, ხოლო მათი მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ Covid-19-ის კრიზისით გამოწვეული პრობლემის დასაძლევად საქართველოსთვის გაწეული დახმარების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში მოვახდინეთ საჭირო რესურსების მობილიზება და დღეს მე დიდი სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ იწყება სამი მნიშვნელოვანი პროექტი," - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაში.

დღის ამბები