09 ივლისი 2020,   15:36
ვრცლად
თბილისში რესტორნები და კაფეები დროებით, მუნიციპალური ფართებით სარგებლობას შეძლებენ

კახა კალაძის თქმით, მუნიციპალურ სივრცეებში არსებულ ღია კაფეებს, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების მოქმედების პირობებში, მიმდებარე ტერიტორიის გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"პირველი ივნისიდან დედაქალაქში, როგორც იცით გაიხსნა ღია კაფეები, არის სპეციალური წესები, მაგიდებს შორის აუცილებლად დაცული იყო დისტანცია, რის გამოც ისინი იმ რაოდენობით მაგიდებს ვერ განათავსებენ, რამდენსაც აქამდე ახერხებდნენ.

იმ ღია კაფეებს, რომლებიც განთავსებულია მუნიციპალურ სივრცეებში,  შეზღუდვების მოხსნამდე, დროებით, მივცემთ შესაძლებლობას გამოიყენოს მიმდებარედ არსებული მუნიციპალური ფართები და მაგიდები განათავსონ ისე, როგორც არის მოთხოვნა," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები