09 ივლისი 2020,   15:17
ვრცლად
ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციის პროექტი ზაფხულის ბოლოს მზად იქნება - კახა კალაძე

კახა კალაძის თქმით, ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციის პროექტი ზაფხულის ბოლოსთვის იქნება მზად. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე შპს "ელემსისთან" ხელშეკრულება გააფორმა. ეს არის გამარჯვებული კომპანია, რომელიც მოახდენს კასკადის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და ზაფხულის ბოლოსთვის უნდა იყოს წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ იყოს პირვანდელი სახე შენარჩუნებული, ეს არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კასკადი, საკმაოდ რთული კოსნტრუქციაა, რომელიც სამწუხაროდ მოუვლელობის გამო, წლებია არ მუშაობს და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია," - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, განხილული იქნება სხვადასხვა ვარიანტი, თუ როგორ  უნდა მოხდეს კასკადისა და შადრევნების წყლით მომარაგება. მათ შორის, განიხილება ვერეს ხეობიდან მომარაგებაც.

დღის ამბები