09 ივლისი 2020,   14:37
ვრცლად
თურქეთის 9 მოქალაქის სასამართლო იწყება - ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს, ნაწილი კი ხელს ერთმანეთს ადებს

რამდენიმე წუთში თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების სასამართლო იწყება, რომლებსაც თურქული მხარე მკვლელობისთვის ეძებდა. დღეს პროცესი დახურული იქნება.

თურქეთის 9 მოქალაქეს საზღვრის უკანონო კვეთასა და იარაღის ტარებას ედავებიან. მათ შორის არის ცნობილი კრიმინალი, დაჯგუფების ლიდერი, რომელსაც თურქი სამართალდამცველები წლებია ეძებდნენ. დღეს ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე მათგანმა სამართალდამცველებს ჩვენება მისცა. დაკავებულთაგან 4 ერთი ოჯახის წევრია.

როგორ გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი და საიდან ჰქონდათ იარაღი ამ საქმეზე  5 დუმილის უფლებას იყენებს, ნაწილი კი ხელს ერთმანეთს ადებს. "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა საზღვარი სომხეთის მხრიდან გადმოკვეთა

ადვოკატ მაია ჯულაყიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა 2 პირმა გუნაიდინმა და სომნეზმა ერთმანეთის საწინააღმდეგო  ჩვენებები მისცეს, ინტერესთა კონფლიქტის გამო კი ადვოკატი მათ დაცვას ჩამოშორდა.

"რაც შეეხება იარაღს ჯერჯერობით საქმეში არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ არის," - განაცხადა მაია ჯულაყიძემ.

იარაღის შესახებ ბრალდებას უარყოფს ადვოკატი თამარ დოხტურაშვილიც, უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს საზღვრის კვეთასა და ნარკოტიკულ დანაშაულს ედავებიან.

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ედავება ჩოლაქებს გამოძიება. 3 ძმის უფლებადამცველი ელდარ გვალია გაუთქმელობის ხელშეკრულების გამო დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

დღის ამბები