09 ივლისი 2020,   15:33
ვრცლად
ადვოკატი ლევან ჭელიძე გამომძიებელ გიორგი ძოწენიძეს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს

ადვოკატი გამომძიებელს ზეწოლაში ადანაშაულებს. ლევან ჭელიძის მტკიცებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გამომძიებელმა, გიორგი ძოწენიძემ მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. უფლებადამცველი ირწმუნება, რომ ძალადობა იმ დროს მოხდა, როცა ის გამომძიებელს მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეზე ესაუბრებოდა. ადვოკატი ამბობს, რომ დაზიანება აქვს მარცხენა ხელზე და ამ ფაქტით შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. ბრალდებებისთვის გამომძიებელს არ უპასუხია.

"სანამ მე მასთან ახლოს მივედი, ჩაჯდა მანქანაში, კარი იყო ღია, მივედი და ავუხსენი, ჩანაწერიც მაქვს, რა თქმა უნდა, რატომ ვიყავი მისული. მან ხმა საერთოდ არ გამცა, მითხრა, რომ არ სურდა ჩემთან საუბარი. მანქანის კარი მოიქნია მაგრად, რომელიც მომხვდა ჯერ მარცხენა მხარზე, ხოლო შემდეგ იდაყვზე და მივიღე სხეულის დაზიანება. ამ დროს ჩემს მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მიმდინარეობს მოკვლევა. გამომძიებელი გიორგი ძოწენიძე გუშინ იმ დროს, როდესაც მე მასთან ვიყავი, ის იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ,“ - აცხადებს ლევან ჭელიძე. 

დღის ამბები