09 ივლისი 2020,   15:12
ვრცლად
სოხუმის საავადმყოფოდან პატიმარი გაიქცა

ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის საავადმყოფოდან პატიმარი გაიქცა. შემთხვევა 1 ივნისს გამთენიისას მოხდა. ბრალდებულმა ხელბორკილების მოხსნა შეძლო, საავადმყოფოს მესამე სართულის ფანჯრიდან ზეწრის გამოყენებით ჩავიდა და საავადმყოფოს ტერიტორია დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ apsadgil.info ავრცელებს

პატიმრის გაქცევის გამო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს პასუხისმგებელი პირების შემოწმება.

დღის ამბები