11 ივლისი 2020,   15:45
ვრცლად
ექსპერტის მდგომარეობა, რომელსაც გაზგასამართ სადგურზე დენმა დაარტყა, ამ დრომდე მძიმეა

ექსპერტის მდგომარეობა, რომელსაც გაზგასამართ სადგურზე დენმა დაარტყა, ამ დრომდე მძიმეა. 

39 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა. პაციენტს გუშინ გული გაუჩერდა, მაგრამ ექიმებმა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლეს. ასევე რეანიმაციაში რჩება აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი, რომელსაც სხეულის 25 პროცენტიანი დამწვრობა აქვს მიღებული. 

შეგახსენებთ, სამი დღის წინ ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართი სადგური აფეთქდა, შედეგად იქ მომუშავე ერთი ადამიანი დაშავდა, გუშინ კი, დაზიანებული გაზგასამართი სადგურის შემოწმებაზე მისულ ექსპერტს დენმა დაარტყა.

დღის ამბები