11 ივლისი 2020,   14:26
ვრცლად
როგორ შეასრულეს სახელმწიფო უწყებებმა სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციები - შესაბამის კომიტეტში ანგარიშის მოსმენა დღეს შედგება

როგორ შესრულდა სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციები ადამიანის უფლებების შესახებ 2019 წელს - კითხვაზე პასუხს დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები გასცემენ. ისინი დეპუტატების წინაშე საკუთარი ანგარიშით წარსდგებიან. 

სხდომას სახალხო დამცველიც დაესწრება.

"რეკომენდაციების ნაწილი საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს. დღეს, შესაბამისად ყველა უწყება წარმოადგენს ანგარიშს, თუ როგორ გაითვალისწინეს რეკომენდაციები ნაწილი. ადამიანის უფლებათა სფერო საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს, შესაბამისად, ეს საკითხები ეხებოდა, როგორც ადამიანის უფლებების თემებს, ასევე სოციალურ საკითხებს. არსებობს როგორც პოზიტიური საკითხები, ასევე არსებობს ცალკეული საკითხები, რომელსაც კიდევ სჭირდება დამატებით მუშაობა," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა კიკნაველიძე.

დღის ამბები