11 აგვისტო 2020,   05:07
ვრცლად
ვფიქრობთ, თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით უკვე შეგვიძლია ნაბიჯი გადავდგათ - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, შესაძლებელია თეთრიწყაროს გახსნის მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადაიდგას. ამის შესახებ მან დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"მოგეხსენებათ, რომ თეთრიწყაროს რაიონში დაწესებულია საკმაოდ მძიმე შეზღუდვები. ინფიცირების ბოლო შემთხვევა ჩვენ გვქონდა 22 მაისს, 22 მაისიდან დღემდე ერთი ინკუბაციის პერიოდი უკვე გავლილია. მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროს რაიონში ინტენსიურად ტარდებოდა ტესტირება ბოლო 14 დღის განმავლობაში, ინკუბაციის პერიოდში არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ პერიოდში აქ ჩატარდა 449-ზე მეტი ტესტირება და ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა რაიონში მცხოვრებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

"ამავე დროს უნდა მოვუწოდოთ თეთრიწყაროელებს, რომ დავიცვათ მაქსიმალური სიფრთხილე და ერთმანეთი, ვიყოთ ძალიან ფხიზლად, ფრთხილად, რათა არ მოგვიწიოს კიდევ მსგავსი მძიმე შეზღუდვების მიღება," -  განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები