09 აგვისტო 2020,   06:41
ვრცლად
აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შესაძლო პროვოკაციაზე წერს

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შესაძლო პროვოკაციაზე წერს.

სააგენტო "ტრენდის" ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დარღვევას აპირებს.

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, მიღებული ინფორმაცია ოფიციალურად შეატყობინეს საქართველოს სასაზღვრო უწყებას.

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის განცხადებითვე, სახელმწიფო საზღვარზე ნებისმიერი პროვოკაცია მკაცრად აღიკვეთება და შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობა დაეკისრება პროვოკაციის ორგანიზტორებს.

დღეს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გარეჯობის დღესასწაული აღინიშნება. იქ, სასულიერო პირები და მრევლი იმყოფება.

გარდა ამისა, ადგილზე იმყოფება საზოგადოებრივი მოძრაობის "ზნეობა დაიცავი" დამფუძნებელი გურამ ფალავანდიშვილი.

"ძალათ არიან შემოჭრილები ჩვენი მთავრობის უსუსურობისა და სულგაყიდულობის გამო, ისინი დგანან და თავს დაგვცქერიან. ყველაფერი შეიძლება იკისრონ, პროვოკაცია და ყველაფერი," - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობის "ზნეობა დაიცავი" დამფუძნებელმა გურამ ფალავანდიშვილმა.

 

დღის ამბები