09 აგვისტო 2020,   07:20
ვრცლად
რუსეთში 20 000 ტონა დიზელის მდინარეში ჩაღვრის გამო ვლადიმერ პუტინმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

არქტიკულ წრეზე, მდინარეში 20 000 ტონა დიზელის ჩაღვრის გამო, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დაღვრა მაშინ მოხდა, როდესაც ციმბირის ქალაქ ნორილსკთან ახლოს ელექტროსადგურზე განთავსებული საწვავის ავზი ჩამოინგრა.

"ბიბისის" ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა აღშფოთება გამოთქვა, როდესაც გაიგო, რომ ოფიციალურმა პირებმა ინციდენტის შესახებ მხოლოდ ორი დღის შემდეგ შეიტყვეს. დიზელის ჩაღვრის შემდეგ, 350 კვ.კმ ტერიტორია დაბინძურდა. ვლადიმერ პუტინმა ინციდენტის გამოძიების ბრძანება გასცა, მანამდე კი ელექტოსადგურის მმართველი დააკავეს.

დღის ამბები