13 ივლისი 2020,   09:48
ვრცლად
"ჯიგრულ პონტში" სინამდვილეში ვთქვი საშვის დაშვებაზე - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მისი გამოსვლის დროს კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე განმარტება დღეს მედიასთან გააკეთა. მისივე თქმით, ჯანსაღი კონკურენციისა და გარემოსთვის ოპოზიციის ოპონირება ძალიან მნიშვნელოვანია.

გიორგი გახარიას თქმით, ოპოზიციამ მის კორუფციასთან დაკავშირებულ კომენტარს საკუთარი ინტერპრეტაცია მისცა, რაც პრემიერის შეფასებით, არასწორი ქმედება იყო.

"ძალიან საინტერესო ვიზიტი გვქონდა პარლამენტში, ანგარიშის წარდგენა. ოპოზიციას და ოპონირებას საერთოდ პატივს ვცემ, ეს განვითარების ერთადერთი გზაა, კრიტიკა ყველაფრის მამოძრავებელია და პროგრესის, პირველ რიგში.

ოპოზიციამ თქვა, "ჯიგრულ პონტში" გახარიამ თქვა კორუფციაზეო და სინამდვილეში ვთქვი საშვის დაშვებაზე. ჩვენი ოპოზიციის წევრები, რომლებმაც ეს თქვეს, თურმე ისეთი ანგელოზები არიან... ზუსტად ვიცი, ბევრი მათგანი, საშვი რომ მოეპოვებინათ, "ჯიგრულ პონტში" წავიდა მედიაში, გაფორმდა, როგორც ჟურნალისტი და მოძრაობდნენ,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

დღის ამბები