14 ივლისი 2020,   14:08
ვრცლად
მთავარი კითხვა შეიძლება იყოს ერთი - რატომ ჩააგდო "ქართულმა ოცნებამ" ამ სავალალო დღეში ეკონომიკა - პარლამენტში ნათია თურნავას უსმენენ

პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს უსმენენ. სამუშაო შეხვედრა მედიისთვის დახურულ ფორმატში მიმდინარეობს, მას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებიც ესწრებიან. 

ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ დღევანდელი შეხვედრის ფორმატი მათთვის მიუღებელია. დეპუტატები მინისტრთან დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრას იწუნებენ.  

რაც შეეხება კითხვებს, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მათი ძირითადი ნაწილი ანტიკრიზისულ გეგმას უკავშირდება, ასევე ლარის კურსს.  

"ძალიან უცნაურ ფორმატში იმართება შეხვედრა. მთავარი კითხვა ეკონომიკის მინისტრთან შეიძლება იყოს ერთი - რატომ ჩააგდო "ქართულმა ოცნებამ" ამ სავალალო დღეში ქვეყნის ეკონომიკა. რატომ არის ხალხი გაჭირვებული, რატომ იზრდება ფასები, რატომ არის ლარი გაუფასურებული, რატომ მუშაობენ პირდაპირ რუსეთის ინტერესებზე,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

განცხადება გააკეთა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ. 

"ჩვენ გვინდა ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთოს თუ სად არსებობს წინააღმდეგობები მთავრობის მიერ წარმოჩენილ სხვადასხვა გეგმასა და ხედვებს შორის და იმ ოპოზიციონერებს შორის, რომელთაც ნამდვილად აქვთ სურვილი პოზიტიური როლი შეიტანონ ამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში და საკუთარი, თუნდაც განსხვავებული და ალტერნატიული ხედვა სხვდასხვა პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით მკაფიოდ დააფიქსირონ," - განაცხადა რომან კაკულიამ.

თავად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კი ამბობს, რომ ნებისმიერ კითხვაზე, ნებისმიერ ფორმატში პასუხის გაცემისთვის მზად არის.

"ეს არის სამუშაო ფორმატი, რომელიც აარჩია კომიტეტმა. გეტყვით, რომ არანაირ ფორმატში აქ მოსვლის პრობლემა ჩვენ არ გაგვაჩნია. აქედან გამომდინარე, მომავალშიც ვივლით, ნებისმიერ ფორმატში," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები