14 ივლისი 2020,   13:03
ვრცლად
ქვეყანაში კოვიდინფექციის გავრცელების 2 ცხელი წერტილი არსებობს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანას ამ დროისთვის 2 ცხელი წერტილი აქვს, სადაც კოვიდინფექციის სერიოზული გავრცელება შეინიშნებოდა - ქვემო ქართლის რეგიონი და ე.წ. საბურთალოს კლასტერი.

​ამირან გამყრელიძის თქმითვე, ე.წ. საბურთალოს კლასტერი სრულად ექვემდებარება კონტროლს.

"ორი ცხელი წერტილი გვაქვს ამჟამად ქვეყანაში. ერთი არის ქვემო ქართლის რეგიონი, სადაც 3 მუნიციპალიტეტში ჩვენ გვქონდა სერიოზული გავრცელება კოვიდინფექციის. ეს გახლდათ მარნეული, ბოლნისი და თეთრიწყარო. ამ სამ მუნიციპალიტეტზე მოდის მთელ ქვეყანაში დადასტურებულ შემთხვევათა 36%, აქედან ყველაზე მეტი - 185 შემთხვევა გვაქვს ბოლნისში, 43 მარნეულში და 43 თეთრიწყაროში.

თეთრიწყაროში ბოლო შემთხვევის შემდგომ გავიდა 2 კვირა - ანუ ერთი ინკუბაციური პერიოდი. ვიმსჯელეთ და საჭიროდ ჩაითვალა, რომ შეიძლებოდა უკვე შემზღუდავი ღონისძიებები მოხსნილიყო, შესაბამისი რეკომენდაციებით, რა თქმა უნდა.

მეორე ცხელი წერტილი, რომელიც სრულად კონტროლის ქვეშ არის, ეს არის საბურთალოს კლასტერი," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები