09 აგვისტო 2020,   07:12
ვრცლად
სანამ ეს დაავადება იქნება, ჩვენ უნდა ვატაროთ ნიღბები - პაატა იმნაძე

რამდენი საათის განმავლობაში შიძლება ერთი და იმავე ნიღბის ტარება, რომ ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს? - შეკითხვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებს "ფეისბუქ" ლაივის დროს დაუსვეს.  შეკითხვა მოსახლეობისთვის აქტუალური კოვიდპანდემიის შემდეგ გახდა. 

როგორც პაატა იმნაძემ ნიღბების მუდმივ გამოყენებასთან დაკავშირებით განაცხადა, მართალია საზოგადოებისთვის ახალი ვალდებულებები, მათ შორის, ნიღბის ტარება დისკომფორტია, თუმცა კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი პირობაა.

"კოვიდმა შეცვალა ჩვენი ცხოვრების წესი და უამრავი დისკომფორტის ატანა გვიწევს, მათ შორის დისკომფორტია პირბადის ტარება, მით უმეტეს, ვინც ამას არ იყო მიჩვეული. არ მგონია ვინმემ დღეში 1-2 ან 3 საათით ატაროს პირბადე, თუ ეს მისი პროფესიის შემცველი ატრიბუტიკა არ არის.

ბევრად რთული შესაგუებელია რესპირატორი, რომელსაც აქვს თავისი ვადა, თუმცა ქირურგებს ხშირად ამ ვადების დარღვევაც უწევთ, თუმცა ეს არ არის საგანგაშო.

ადამიანებს არ მოეთხოვებათ სამშრიანი ნიღბის ტარება, მათ მოეთხოვებათ ერთ ან ორშრიანი ნიღბის ტარება. ყველაფერი რაც გაკეთდა, იყო დისკომფორტთან დაკავშირებული, თუმცა ეს ყველაფერი აუცილებელია. სანამ ჩვენ არ გვექნება იმის გარანტია, რომ უსაფრთხოდ ვართ, ვერ მოვდუნდებით. სანამ ეს დაავადება იქნება, ჩვენ უნდა ვატაროთ ნიღბები,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები