07 აგვისტო 2020,   19:33
ვრცლად
კოდორის მოვლენების დროს მიმაჩნდა, რომ ეთერის ლაივში მიცემა კვიციანისთვის არასწორი იყო - გიგა ბოკერია

"ღამის კურიერის" წამყვანის, ირაკლი იმნაიშილის  კითხვაზე- ენმ-ის მმართვლეობის დროს, ვინ ეკონტაქტებოდა ყოველდღიურად მედიის მფლობელებს, რა გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, რაზეც გიგა ბოკერია არასოდეს  საუბრობს-  "ევროპული საქართველოს" ლიდერი ამბობს, რომ კონფლიქტი ჟურნალისტებთან მასაც ჰქონდა.  

"ყველა შემთხვევა, როდესაც ძალაუფლების მქონე ადამიანი, რაიმე სახის კომუნიკაციაში შედის მედიასთან. ქვეყანაში, რომელსაც დამოუკიდებლობის ტრადიცია არ აქვს, ეს შეიძლება აღქმული იყოს პოლიტიკურ ზეწოლად. მე მქონია ჟურნალისტებთან კონფლიქტი, რომ მაგალითად, კოდორის მოვლენების დროს, მიმაჩნდა, რომ ეთერის ლაივში მიცემა კვიციანისთვის- არასწორი იყო. ახლაც ასე მიმაჩნია. ეს ასევე ბევრ ქვეყანაში კრიტიკის საგნად იქცეოდა. ამიტომ, მე გამიკრიტიკებია ჟურნალისტი, ვინც ეს გააკეთა. ეს იყო არასაჯაროდაც და ისედაც, მას მე ვიცნობდი. მაგრამ ესეც კი შეცდომა იყო ჩემი მხრიდან, რადგან მაშინ, როდესაც დემოკრატიის ტრადიცია გაქვს სუსტი, ყველა ამ ტიპის კომუნიკაცია აღიქმება ზეწოლად,"- აღნიშნა გიგა ბოკერიამ. 

"რუსთავი 2" გამორჩეულია იმით, რომ ოპოზიცური სპექტრის ორივე მხარე, მხოლოდ ჩვენს ეთერში იკრიბება. ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ეფუძნება, ეს კი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეუძლებელი იყო - აღნიშნა "ღამის კურიერის" წამყვანმა.

"ჩვენ გვქონდა ტელეკომპანია "იმედი", რომელიც 2008 წლამდე ძალიან კრიტიკული იყო. მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ ასეთად დარჩენილიყო. ამის გააზრება კი ძალიან გვიან მოხდა. იმედის ამბავი ძალიან ცუდად შეუტრიალდა იმ გუნდს, რომელსაც ახლა მე წარმოვადგენ,"- აცხადებს ბოკერია. 

ვინ იღებდა გადაწყვწტილებას გუნდში, რომ ამა და ამ მედიაში ესა და ეს მფლობელი უნდა შეიცვალოს?- ჰკითხა წამყვანმა გიგა ბოკერიას. 

"ასეთი გადაწყვეტილებების შესახებ მე არაფერი ვიცი. თუმცა ვიტყოდი, რომ  ის პრობლემები, რომელიც მაშინ იყო ახლაც არის, თან უფრო მწვავედ,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

დღის ამბები