07 აგვისტო 2020,   19:40
ვრცლად
ეს არის ოპოზიცია რომელიც არ ერთიანდება, უბრალოდ მაჟორიტარებზე კოორდინირდება - გიგა ბოკერია

"ისე გვინდა მივიღოთ მანდატები, რომ სხვების ადგილიც დარჩეს, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს ნათელი მრავალფეროვანი სურათი"- ამის შესახებ "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერის" ეთერში ირაკლი იმნაიშვილთან ისაუბრა.

მისი თქმით, აუცილებელია არჩევნებმა მაქსიმალურად პროპორციული სახე მიიღოს.

"მე მაქვს სურვილი, რომ პარლამენტში უმრავლესობაში ვიყოთ. ჩვენ გვსურს, რომ ეს 30 ადგილი და რაც შეიძლება მეტი,  სასურველია თბილისში, ისე იყოს გადანაწილებული, რომ რაც შეიძლება პროპორციული სახე მიიღოს ამ არჩევნებმა.

ისე გვინდა მივიღოთ მანდატები, რომ სხვების ადგილიც დარჩეს, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს ნათელი მრავალფეროვანი სურათი. არა იმიტომ, რომ ეს ყველაფერი თვითმიზნობრივია- არა, ეს ყველაფერი ძალიან პრაგმატულად ქვეყნის დემოკრატიის და ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს.

ჩვენ გვყავს მრავალფეროვანი სპექტრი ჩვენ განვსხვავდებით ერთმანეთისგან არსებითად. ეს არ არის ერთიანი ოპოზიცია, როგორც ივანიშვილის პროპაგანდა ცდილობს, წარმოადგინოს.

ეს არის ოპოზიცია, რომელიც არ ერთიანდება, უბრალოდ მაჟორიტარებზე კოორდინირდება. კოორდინირება და გაერთიანება ორი სხვადასხვა რამეა...

ჩვენ გვექნება მწვავე კონკურენცია პროპორციულ ნაწილში არჩევნების და სწორედ იქ განისაზღვრება ვინ მეტ წონას მიიღებს პარლამენტში,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები