13 ივლისი 2020,   15:19
ვრცლად
დიდი ოცეულის ქვეყნები პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად 21 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფენ

დიდი ოცეულის ქვეყნები კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და გლობალური ჯანდაცვის მხარდასაჭერად 21 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფენ.

თანხა გათვალისწინებულია დიაგნოსტიკისთვისთერაპიისთვის, ასევე კვლევებისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებისთვის.

პანდემიის ეპიცენტრად კვლავ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა რჩება. ბრაზილიამ სიკვდილიანობის მაჩვენებლით იტალიას გადაუსწრო. ურთულესი ვითარების მიუხედავად, ქვეყანამ ეკონომიკის გადასარჩენად აკრძალვების მოხსნა დააანონსა. ბრაზილიის მხრიდან ზომების ნაადრევად მოხსნა გააკრიტიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, რის გამოც ბრაზილიის პრეზიდენტი ორგანიზაციის დატოვებით დაიმუქრა.

მონაცემები გაიზარდა ინდოეთსა და ირანში. ბოლო 24 საათში ინდოეთში 2 ათასზე, ირანში კი 1,500-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პრეზიდენტ როუჰანის განცხადებით, ირანში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ერთ-ერთ ქორწილს უკავშირდება.

პოლონეთმა საერთაშორისო ფრენების აკრძალვა 16 ივნისამდე გაახანგრძლივა, თუმცა ქვეყანაში შიდა ფრენები პირველი ივნისიდან აღდგა. კორონავირუსის მიუხედავად ვიზიტორებს მიიღებს საფრანგეთისა და ესპანეთის მუზეუმები.

გერმანიაში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ ინფექციის 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით კი 33 ადამიანი დაიღუპა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 40 ათასს გასცდა დიდ ბრიტანეთში.  

დღის ამბები