15 აგვისტო 2020,   06:57
ვრცლად
იურიდიულმა კომიტეტმა საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა

იურიდიულმა კომიტეტმა საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა. 

ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს, პარტიების დაფინანსების ახალ მოდელსაც გულისხმობს, რომელიც პირდაპირ იქნება დამოკიდებული მიღებული ხმების რაოდენობაზე.

ასევე მკაცრდება რეგულაციები ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით. კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით, 91 დეპუტატის მხარდაჭერით გუშინ დაამტკიცა.

ახალი ფორმულის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში 21-ის ნაცვლად უკვე 30 ქალი შევა.

დღის ამბები