10 აგვისტო 2020,   16:00
ვრცლად
არჩევნებისთვის პარტიებს, რომლებსაც ქალები არ ჰყავთ წინ წამოწეული, გაუჭირდებათ, მოუწევთ სიაში ნახევარი ქალი ჰყავდეთ - ანა დოლიძე

სამოქალაქო მოძრაობა ”ხალხისთვის” დამფუძნებელი ანა დოლიძე აცხადებს, რომ ქალების როლი განსაკუთრებით შეიგრძნობა თვითმმართველობის არჩევნების დროს და  ზოგიერთ პარტიას გაუჭირდება გუნდის ქალებით დაკომპლექტება.

"დღეს ჩვენ გვყავს პარლამენტართა უმეტესობა, რომელიც მხოლოდ იმიტომ არის პარლამენტში, რომ ბიძინა ივანიშვილს მოეწონა. თავისი დამსახურებით არავინ მოსულა, უმეტესობა კი მამაკაცია. სწორედ ეს მამაკაცები ტეხავენ ვაივიშს, რომ ამ მოცემულობას შეიძლება 6-7 ქალი დაემატოს.

30 წელია ჩვენ ვართ დამოუკიდებლები, მხოლოდ ტაატით მივდივართ ქალების გაძლიერების მიმართულებით. ძალიან მცირე პროცენტია, პარლამენტში ქალი, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ "ქართულმა ოცნებამ" რადიკალური რამე გააკეთა საპარლამენტო არჩევნებისთვის.

თვითმმართველობის არჩევნებისთვის, პარტიებს, რომლებსაც ქალები არ ჰყავთ წინ წამოწეული მაგალითად "გირჩი", გაუჭირდებათ, მოუწევთ სიაში ნახევარი ქალი ჰყავდეთ. 

დღეს გვყავს ნეადერტალი პარტიები, რომლებიც ვერ ხვდებიან თვითონ რომ ქალები არიან ამომრჩეველთა უმეტესობა და ვერ ხვდებიან, რომ 1/3 მაინც უნდა დააწინაურონ ქალები. ყოველი მეორე ქალი გვეყოლება თვითმმართველობის არჩევნებში და არანირი წინ წაწევის სურვილი და რაიმე სახის კომპლექსი არაფერ შუაშია,"- განაცხადა ანა დოლიძემ "დღის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები