10 აგვისტო 2020,   15:39
ვრცლად
დედოფლისწყაროში ქალი რომელმაც დასუფთავების მიზნით ბალახს ცეცხლი წაუკიდა დაიწვა და ადგილზე გარდაიცვალა

სოფელ მაჩხაანში ხანში შესული ქალი იმ დროს დაიწვა, როცა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ბალახს წვავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა და ცეცხლი ხმელ ბალახს დასუფთავების მიზნით წაუკიდა. 

სხეულზე მიღებული დამწვრობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე გამოძიება 115 თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები