10 აგვისტო 2020,   16:22
ვრცლად
ჩემთვის დიდი პატივია, განვაგრძო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან და აღვნიშნო აშშ-ის დაბადების დღე ქართველ მეგობრებთან ერთად - კელი დეგნანი

დღეს 4 ივლისია - ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე. პანდემიის გამო შტატები წელს განსხვავებულად ზეიმობს. როგორც წესი, ამ დღეს იმართება მასშტაბური აღლუმები, საოჯახო პიკნიკები, თუმცა ტრადიციული ღონისძიებების უმეტესობა გაუქმებულია, ან ონლაინრეჟიმში ტარდება. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე რაშმორის მთასთან პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მივიდა. ადგილზე ათასობით ამერიკელი იმყოფებოდა. კორონავირუსის გამო ხალხმრავალ ადგილებში სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება აუცილებელი მოთხოვნა იყო. ღონისძიების დასასრულს ტრამპის სიტყვით გამოსვლას ფეიერვერკები მოჰყვა.

ამერიკელებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა თბილისიდან კელი დეგნანმა. საქართველოში აშშ-ის ელჩმა ამერიკელებს ბედნიერება უსურვა.

"ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქართველებს, ისევე როგორც ამერიკელებს, აქვთ ნება მძიმე სამუშაო შეასრულონ, რომელიც საჭიროა თქვენი ქვეყნის შესაცვლელად, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორზეც თქვენ ოცნებობთ – თავისუფალი, უსაფრთხო, აყვავებული და დემოკრატიული. ქართველსა და ამერიკელს მტკიცე კავშირები აქვთ. ეს არა მხოლოდ ბრძოლაა ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებებისთვის, არამედ განგრძობადია ძალისხმევა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს და უფრო წარმომადგენლობითი გახდეს. ეს არის ჩემთვის დიდი პატივი, განვაგრძო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან და აღვნიშნო აშშ-ის დაბადების დღე ქართველ მეგობრებთან ერთად," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები