13 აგვისტო 2020,   07:14
ვრცლად
ავსტრიაში მოკლეს ჩეჩენი ბლოგერი, რომელიც "იუთუბით" რამზან კადიროვს აკრიტიკებდა - ბლოგერს თავის არეში ესროლეს

ავსტრიაში ჩეჩენი ბლოგერი მამიხან უმაროვი მოკლეს, ინფორმაციას გამოცემა "კავკაზ რეალი" ავრცელებს.

მკვლელობა ვენის მახლობლად მდებარე ქალაქ გერასდორფში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან მოხდა. ის თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

მოკლული ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს აკრიტიკებდა. ჩეჩენი ბლოგერი საზოგადოებისთვის ცნობილი "იუთუბ არხიდან" გახდა საიდანაც კადიროვის საწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებდა.

დღის ამბები