13 აგვისტო 2020,   06:09
ვრცლად
საოკუპაციო ზოლთან 3 ქალი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა

ვრცელდება ინფორმაცია საოკუპაციო ზოლთან 3 ქალის გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარების შესახებ.

გავრცელებული ვერსიით, ისინი მაშინ დაიკარგნენ, როცა ოკუპირებული აფხაზეთიდან მდინარე ენგურის გავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებას ცდილობდნენ, რადგან ე.წ. საზღვარი ჩაკეტილია.

გაუჩინარების ფაქტს ადასტურებს ერთ-ერთის ოჯახის წევრიც.

შემთხვევა სოფელ თაგილონთან მოხდა.

 

დღის ამბები