13 აგვისტო 2020,   07:07
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნები ხორვატიაში - მედიის ინფორმაციით, უმრავლესობის მოპოვების შანსი არცერთ პარტიას არ აქვს

ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, 151-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოპოვების შანსი, სავარაუდოდ, არც ერთ პარტიას აქვს.

მთავარ მოწინააღმდეგეებს მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული "ხორვატიის დემოკრატიული კავშირი“ და მემარცხენე-ცენტრისტული "სოციალ-დემოკრატიული პარტია“ წარმოადგენენ.

ბოლო გამოკითხვით, მმართველ პარტიას გამოკითხულთა 27 პროცენტი უჭერს მხარს, სოციალ-დემოკრატებს კი 25 პროცენტი.

საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები საარჩევო უბნების დახურვიდან დაახლოებით ორ საათში გამოქვეყნდება.

დღის ამბები