13 აგვისტო 2020,   06:37
ვრცლად
მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით 134 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 6 736 ახალი შემთხვევა.

რაც შეეხება სომხეთს, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 706 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა რვა ინფიცირებული.

ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება აზერბაიჯანშიც, ქვეყნაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ექვსი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 471 პაციენტი.

თურქეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 5 206-მდე გაიზარდა. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა. რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, ის 204 610-ს აღწევს.

823-ით გაიზარდა კოვიდპაციენტთა რიცხვი უკრაინაში ქვეყანაში კორონავირუსი სულ 48 500 ადამიანს დაუდგინდა.

დღის ამბები