13 აგვისტო 2020,   07:16
ვრცლად
აჭარაში საარჩევნო სისტემა შეიცვალა - კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას უმაღლესი საბჭოს 15-მა დეპუტატმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

საარჩევნო სისტემა შეიცვალა აჭარაში - აჭარის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას უმაღლესი საბჭოს 15 -მა დეპუტატმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

ცვლილების მიხედვით, ექვსი მაჟორიტარული ოლქი სამამდე შემცირდა. აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ხელისმოწერის შემდეგ ამოქმედდება.

ცვლილების მიხედვით 21 დეპუტატიდან 3 მაჟორიტარული წესით აირჩევა, 18 კი - პროპორციულით. საუბარია ბუნებრივ ბარიერზე.

რაც შეეხება ბლოკებს, ის უცვლელი რჩება.

ბოიკოტის ნიშნად სხდომებს ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.

დღის ამბები