03 აგვისტო 2020,   21:19
ვრცლად
მესტიაში ხანძარია - "კურიერის" ინფორმაციით, ცეცხლი მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა

მესტიაში, ხაიშის თემ სოფელ იდლიანის ტყეში ხანძარია.

“კურიერის” ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა.

ცეცხლის მოსახლეობამდე გავრცელების საშიშროება არ არსებობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “კურიერს” უთხრეს,  ტყეში დაკვამლიანება შეინიშნება და ადგილზე ქრობის სამუშაოებს 20 მეხანძრე-მაშველი ახორციელებს.

დღის ამბები