10 აგვისტო 2020,   16:13
ვრცლად
ფოთში მომხდარ განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

ფოთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინებათ, რის შემდეგაც მათთვის აღმკვეთ ღონისძიებაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს.

საქმე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით არის აღძრული.

თავდაპირველად სამართალდამცველებმა 3 ადამიანი, მოგვიანებით კი კიდევ ერთი აიყვანეს.

გამოძიების მტკიცებით, დაკავებულებმა ვაჟა ტყებუჩავა გაიტაცეს, სასტიკად სცემეს, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და მიიმალნენ. მიყენებული ტრავმების შედეგად 43 წლის მამაკაცი დაიღუპა.

დღის ამბები