13 აგვისტო 2020,   06:46
ვრცლად
24 საგამოცდო ცენტრია სულ, აბიტურიენტები ეზოში დისტანცირებულად განთავსდებიან - სოფო გორგოძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში უკვე დაიწყო. საგამოცდო ცენტრებში ამ ეტაპზე არანაირი ხარვეზი არ ფიქსირდება.

სოციალური დისტანცირების დაცვა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა ყველა აბიტურიენტს ევალება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე აცხადებს, რომ საგამოცდო ცენტრებში არავითარი ხარვეზი არ დაფიქსირებულა.

"24 საგამოცდო ცენტრია სულ, აბიტურიენტები ეზოში დისტანცირებულად განთავსდებიან, შემდეგ გაივლიან თერმოსკრინინგს. დღეების რაოდენობა გახანგრძლივებულია,"- განაცხადა სოფო გორგოძემ.

დღის ამბები