10 აგვისტო 2020,   15:46
ვრცლად
ხელისუფლება რეგულარული ფრენების აღდგენას არც სექტემბერში აპირებს - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება რეგულარული ფრენების აღდგენას არც სექტემბერში აპირებს.

როგორც პარტიის წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, მთავრობას არ აქვს გეგმა, როგორ გაუმკლავდეს კრიზისით გამოწვეულ საფრთხეებს ისე, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს.

"ხელისუფლება არ აპირებს არც სექტემბერში და არც ოქტომბერში საქართველოს საერთშორისო საზღვრების აღდგენას. არ აქვს რეალური გეგმა, როგორ უნდა შეხვდეს კრიზისს, რომელი უკვე არსებობს ქვეყანაში. პასუხი რომელიც აქვთ, ნიშნავს, რომ მათ მოსახლეობა არ აინტერესებთ,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.

მთავრობა კი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და ელოდება მოლაპარაკებების პროცესის დასრულებას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან.

"ფრენებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება იმის მიხედვით, თუ რა საჭიროება იქნება კონკრეტულ მომენტში. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიც არის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, შესაბამისად, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღებთ ყველა გადაწყვეტილებას.

რადიკალური ოპოზიცია მუდმივად ითხოვს ყველაფრის გახსნას, მიზეზი არის მარტივი. მათ ინტერესებშია ეპიდემიის გავრცელება, რადგან მათ სურთ არჩევნების გადადება,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე

დღის ამბები