10 აგვისტო 2020,   16:39
ვრცლად
შეფერხება თბილისის მეტროში - ტექნიკური პრობლემის გამო საბურთალოს ხაზზე მოძრაობა 10 წუთით გაჩერდა

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე რამდენიმე წუთის წინ მოძრაობა შეფერხდა. როგორც "რუსთავი 2-ს" სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მიზეზი სისტემის ტექნიკური ხარვეზი იყო და მოძრაობა სულ 10 წუთის განმავლობაში იყო შეწყვეტილი. 

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ხარვეზი აღმოფხვრილია და მეტრო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. 

დღის ამბები