15 აგვისტო 2020,   21:52
ვრცლად
კახეთში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს, ბრალდებული კი რომელმაც გაქცევა სცადა ავარიაში მოყვა და დაშავდა

კახეთში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მყოფებს შორის მოხდა.

დაზარალებული ცეცხლსასროლი იარაღით თავისა და მუცლის არეშია დაჭრილი. ის ლაგოდეხში, "არქიმედეს" კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ბრალდებული 25 წლის ახალგაზრდაა. მომხდარის შემდეგ ის თანასოფლელთან ერთად გაქცევას შეეცადა, თუმცა გზაზე ავტოავარია შეემთხვათ და დაშავდნენ. მიმდინარეობს გამოძიება.

"შემოსულია შუახნის მამაკაცი. აღენიშნება სახის არეში მრავლობითი ჭრილობები, ასევე გულმკერდის არეშია მრავლობითი ჭრილობები. კლინიკური კვლევებით არც ერთი ჭრილობა შემავალი არ არის. ავადმყოფის მდგომარეობა სტაბილურია. მკურნალობას აგრძელებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში," - განაცხადა მორიგე ექიმმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

დღის ამბები