07 აგვისტო 2020,   16:21
ვრცლად
სვანეთში მესამე დღეა ხანძარს ებრძვიან - მოსახლეობა შიშობს, რომ ცეცხლი მათ სახლებამდეც მიაღწევს

სვანეთში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდება. მესტიის მუნიციპალიტეტში კლდის ფერდობზე პროცესი ღამის განმავლობაში შეჩერებული იყო, თუმცა მეხანძრეები ადგილზე იყვნენ.

იდლიანის მახლობლად, ლებურ-ცხილას მთაზე ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები უკვე მესამე დღეა ცდილობენ. ძლიერი დაკვამლიანების გამო, ადგილობრივებმა ბავშვები ტერიტორიას გაარიდეს. მოსახლეობა შიშობს, რომ ცეცხლი მათ სახლებამდეც მოაღწევს.

"წუხელ მთელი ღამის განმავლობაში, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე იმყოფებოდა. დილიდან ხანძრის ლოკალიზაციაში ჩართული იყო ვერტმფრენი, თუმცა ხანძრის ლოკალიზება ვერ მოხდა. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისათვის მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დგას,"- აცხადებს სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი.



დღის ამბები