03 აგვისტო 2020,   16:21
ვრცლად
ჰუმანიტარული კრიზისი, გახშირებული უკანონო დაკავებები და ვაჟა ექიმის საქმე - EMC გაეროს ანგარიშით მიმართავს

გაეროს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშით, EMC მიმართავს. 

ანგარიშში მოხვდა ახალგორის ჩაკეტვის შემდეგ შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი, თვითნებური დაკავებების გახშირებულ ფაქტები და ასევე, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება.

დოკუმენტში აღწერილია COVID-19-ის პანდემიის პირობებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაც.

EMC აღნიშნულ საქმეზე სარჩელის შეტანას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აპირებს.

"ყურადღება გავამახვილეთ ახალგორის ჩაკეტვისა და ჰუმანიტარული კრიზისის ფაქტზე, იყო განსაკუთრებული პრობლემები, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე და ეს, განსაკუთრებით გამწვავდა პანდემიის პირობებში. გარდა ამისა, ვსაუბრობთ უკანონოდ დაკავების გახშირებულ შემთხვევებზე და ასევე, თამარ მეარაყიშვილის სამწლიანი დევნის სისტემურ პრაქტიკაზე,"- აღნიშნავს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის კოორდინატორი თეონა ფირანიშვილი.


დღის ამბები