13 აგვისტო 2020,   06:36
ვრცლად
"ამომრჩევლის მოსყიდვის არაერთი ფაქტი და სავარაუდო ზეწოლა დამკვირვებელზე" - "სამართლიანი არჩევნები" ანგარიშს აქვეყნებს

ამომრჩევლის მოსყიდვის არაერთი ფაქტი და დამკვირვებელზე სავარაუდო ზეწოლა -
წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით "სამართლიანი არჩევნები" დღეს ანგარიშს აქვენებს. დოკუმენტი 1 ივნისიდან 4 ივლისამდე პერიოდს ეხება.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ დროის განმავლობაში დაფიქსირდა არაერთი ე.წ. ქველმოქმედება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რაც მათი შეფასებით, ხალხის მოსყიდვა უფრო იყო. ანგარიშში საუბარია ასევე "სამართლიანი არჩევნების" ერთ-ერთი დამკვირვებლის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე.

"ყველაზე საგანგაშო ფაქტები, რაც გამოვავლინეთ ეს იყო მოსყიდვის ძალიან ბევრი შემთხვევა, კერძოდ დავაფიქსირეთ 19 შემთხვევა. აქედან ძირითადად უმეტესობას წარმოადგენს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მონაწილეობა  საქველმოქმედო საქმიანობაში. ჩვენთვის ძალიან საგანგაშო ფაქტი იყო სავარაუდო ზეწოლა ჩვენს დამკვირვებელზე მას შემდეგ, რაც მან დაიწყო აქტივობა. მას უთხრეს, რომ თუ ის ძალიან დიდ აქტიურობას გამოიჩენდა მის ბიზნესს პრობლემა შეექმნებოდა," - აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე.

დღის ამბები