13 აგვისტო 2020,   07:02
ვრცლად
შრომის ინსპექცია დღეიდან საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზების შემოწმებას იწყებს

შრომის ინსპექცია დღეიდან საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზების შემოწმებას იწყებს.

შესაბამისი უწყების წარმომადგენლები ობიექტებზე მოთხოვნის შესაბამისად მივლენ. ის საცურაო აუზები და სპორტ-დარბაზები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ინსპექტირებას, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონერების განახლებას - ამის შესახებ ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, ქვეყანაში უკვე მეორე დღეა ნებადართულია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეში. გუშინ გაიხსნა ასევე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები.

"მზად ვართ, რადგან დაახლოებით ვიცოდით რა რეგულაციებიც იქნებოდა. არის გარკვეული რეგულაციები გასახდელებში და საშხაპეებში, ჩვენ ამ ყველაფრისთვის მზად ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ვინტილაცია, ძირითადად ყურადღებას ბუნებრივ ვინტილაციას აქცევენ,"- აცხადებს "ასპრიას" გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ოთარ თავხელიშვილი.

დღის ამბები