13 აგვისტო 2020,   07:15
ვრცლად
"ემიგრანტები კლასტერები არ არიან" - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ოჯახები აქციას საგარეო უწყებასთან დილიდან განაახლებენ

"ემიგრანტები კლასტერები არ არიან, ისინი საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები არიან და მათ იცავს საქართველოს კონსტიტუცია," - ამ სახელწოდების აქციაზე ემიგრანტების ოჯახის წევრები საგარეო საქმეთა სამინისტროსგან დღეს დილითაც შეიკრიბებიან.

სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ემიგრანტების ოჯახის წევრები და ნათესავები საზღვრების გახსნასა და ავიამიმოსვლის აღდგენას მოითხოვენ. ისინი უწყებას წერილითაც მიმართავენ.

მათი თქმით, ემიგრანტების დიდი ნაწილი სპეციალურად დანიშნულ რეისებზე ბილეთების შეძენას ვერ ახერხებს და თვეებია სამშობლოში ვეღარ ბრუნდება. ანალოგიური აქცია გუშინაც გაიმართა. მასში ჩართული არიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

"აქციის მიზანი და მესიჯია პირველ რიგში, საზოგადოებისთვის და პირველ რიგში ხელისუფლებისთვის, რომ ემიგრანტები კლასტერები არ არიან. ისინი არიან საქართველოს სრულყოფილი და სრულუფლებიანი მოქალაქეები და მათ იცავს საქართველოს კონსტიტუცია. ზალკალიანის სახელზე შეგვაქვს ოფიციალური წერილი, სადაც რეალურად წერია, რომ ჩაინიშნოს ოფიციალურად ჩარტერული რეისები ბევრი, რომელიც საჭიროა ჩვენი ემიგრანტებისთვის," - აცხადებს ”ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის” ხელმძღვანელი მანანა ანდღულაძე.

დღის ამბები