15 აგვისტო 2020,   17:56
ვრცლად
წინანდლის სასტუმრო "რედისონში" ხანძარი ლიკვიდირებულია

წინანდლის სასტუმრო "რედისონში" ხანძარი ლიკვიდირებულია. ცალკეული კერების საბოლოდ ჩაქრობისთვის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები გვიან ღამემდე მუშაობდნენ. ცეცხლი თავდაპირველად შენობის მეოთხე სართულზე მდებარე საუნას გაუჩნდა.

სასტუმროს გენერალური დირექტორის თქმით, ეფექტურად იმუშავა უსაფრთხოების სისტემამ, რამაც დამსვენებლების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა გაამარტივა.

ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს სასტუმროში ღია ცეცხლი დახვდათ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. წინანდალში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობდა.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტ - კრიმინალისტები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები