13 აგვისტო 2020,   06:04
ვრცლად
ავარია წნორში - დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მდგომარეობა მძიმეა

წნორში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ექიმი, ნანა თამაზაშვილი აცხადებს, არასრულწლოვნის თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა იგეგმება. რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ მეორე არასრულწლოვანს, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

"სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, ავტოსაგზაო შემთხვევიდან შემოყვანილია ორი პაციენტი, არასრულწლოვანი. ერთს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, მეორე პაციენტს პოლიტრავმა. საშუალო სიმძიმის არის ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, მეორე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რადგან პოლიტრავმაა და სავარაუდოდ, კატასტროფის ბრიგადით გადავა პაციენტი თბილისში სპეციალიზირებულ კლინიკაში," - ამბობს ექიმი.

შემთხვევა სოფელ მაჩხაანის მიმდებარედ მოხდა. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს. დაწყებულია გამოძიება. 

დღის ამბები