13 აგვისტო 2020,   07:16
ვრცლად
"ელექტრონული კომუნიკაციების კანონპროექტი ითვალისწინებს მაუწყებლების საქმიანობაში ჩარევას" - საია ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის წინააღმდეგია

საია "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ეწინააღმდეგება. ახალგაზრდა იურისტები შესაბამის შენიშვნებს პარლამენტში დღეს შეიტანენ.

რატომ არის კანონპროექტის მიხედვით აუცილებელი დროებითი მმართველის დანიშვნა - არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ კითხვაზე პასუხი პროექტის განმარტებით ბარათშიც არ არის მითითებული. საია ცვლილებას სახიფათოდ თვლის და მომავალში მისი სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციის საშიშროებაზე საუბრობს.

"ვფიქრობთ, რომ ეს კანონპროექტი არის პრობლემური და ითვალისწინებს გამოხატვის თავისუფლებაში და მაუწყებლების საქმიანობაში ჩარევის შესაძლებლობას. ელექტრონული კომუნიკაციების გამტარი პირების მეშვეობით და მაუწყებლობის გამტარი პირების მეშვეობით, შესაძლებელია, რომ მოხდეს მაუწყებლების საქმიანობაში ჩარევა. ამ ფორმით, რაც კომისიას აქვს შეთავაზებული პარლამენტისთვის, მისი მიღება არის დაუშვებელი და სწორედ ამ შენიშვნებით მივმართავთ ჩვენ საქართველოს პარლამენტს," - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, ნიკა სიმონიშვილმა

დღის ამბები